იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრი - სმაილ ქეარი

 ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე,რიგი  მიზეზების  გამო ვკარგავთ კბილებს,  შემდეგ გვიწევს ფიქრი, ვიცხოვროთ კბილთა მწკრივის დეფექტებით, რთულად შესაგუებელი პროთეზებით, დავაზიანოთ მეზობელი კბილები,  გავიკეთოთ ხიდისებრი კონსტრუქცია თუ მივმართოთ კბილის იმპლანტაციას?

კბილის ან კბილების დაკარგვის შემდეგ დენტალური იმპლანტაცია არის იდეალური გამოსავალი, რადგან შესაძლებელი ხდება კბილთა მწკრივის დეფექტის აღდგენა,არ ზიანდება მეზობელი კბილები, პაციენტს არ უწევს პროთეზის გამოყენება და მუდმივი დისკომფორტით ცხოვრება.

დენტალური იმპლანტაციის შემდეგ აღდგება ესთეტიკა, კბილთა რკალის ფორმა, ფუნქცია და ადამიანი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას.

დღევანდელ რეალობაში სტომატოლოგთან ვიზიტი ტკივილს აღარ უკავშირდება, უახლესი აპარატურის გამოყენებით პაციენტს  პირის ღრუს მკურნალობას უმოკლეს ვადაში ვთავაზობთ.

კბილის დენტალურმა იმპლანტაციამ გამოცდილი ტექნოლოგიების საშუალებით რევოლუცია მოახდინა თანამედროვე სტომატოლოგიაში.

დენტალური იმპლანტაცია სტომატოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი  ფორმაა, რომლის დროსაც ხელოვნური ფესვების ჩანერგვა ხდება ზედა ან ქვედა ყბის ალვეოლურ მორჩში, რათა მოხდეს  კბილების აღდგენა ორთოპედიული სტომატოლოგიის გზით,მოთავსდეს  ხელოვნური გვირგვინები ხელოვნურადვე შექმნილ საყრდენებზე.

დენტალური იმპლანტაციის დროს , მეზობელი კბილების დამუშავება არ ხდება დანაკლისი კბილების აღდგენის მიზნით. ასეთი კონსტრუქციები  დამოუკიდებლად არსებობენ. სრული ადენტიის დროს (ანუ სრული უკბილობა) შესაძლებელია პაციენტს ჩაუტარდეს პროთეზირება დენტალური იმპლანტატების გამოყენებით, როგორც მოუხსნელი, ასევე პირობით მოსახსნელი კონსტრუქციების დამზადებით. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსახსნელი კონსტრუქციები იმპლანტატებზე სხვა ტიპის მოსახსნელი კონსტრუქციებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ მეტი სტაბილურობა ახასიათებთ და პაციენტი როგორც საკვების მიღებისას, ასევე საუბრის დროს უფრო თავდაჯერებულია, მას აღარ ეშინია იმის, რომ მოსახსნელი კონსტრუქცია იმოძრავებს და პრობლემებს შეუქმნის.

დენტალური იმპლანტაციის ჩვენებები:

კბილთა მწკრივის ნაწილობრივი უკბილობა;
კბილთა მწკრივის სრული უკბილობა ალვეოლური მორჩის განლევა
მოსახსნელი პროტეზების ხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები (ღებინების მომატებული რეფლექსი, პლასტმასზე ალერგიული რეაქციები, ყბების შეძენილი ან თანდაყოლილი დეფექტები
პირველ რიგში, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი კონსულტაციის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც  მოწმდება, მაგალითად: ღრძლის ბიოტიპი, ღიმილის ხაზი, დეფექტის ლოკალიზაცია, თანკბილვა, სახის სიმეტრია და ა.შ.

ასევე რენტგენოდიაგნოსტიკური კვლევები: დენტალური რენტგენოგრაფია, რადიოვიზიოგრაფია, ორთოპანტომოგრამა და ყველაზე მნიშვნელოვანი კონუსური კომპიუტერული ტომოგრაფია ანუ 3D გამოკვლევა.

იმპლანტატის მართებულ პოზიციაში ჩასმა დამოკიდებულია დაგეგმარებაზე, ამიტომ დაგეგმარება სწორედ ორთოპედიული ნაწილიდან უნდა დაიწყოს.

არსებობს იმპლანტაციის  3 ძირითადი მიდგომა:

პირველი მეთოდი  როდესაც იმპლანტატის ჩანერგვა(ინსტალაცია) ხდება, შემდგომ  გვიწევს ლოდინი ძვალთან შეთავსებისთვის, ზედა ყბისთვის 6 თვე, ხოლო, ქვედა ყბისთვის 4 თვე. ამის შემდეგ მეორე ეტაპი ღრძილის მანჟეტის მაფორმირებლის დაყენებაა. კბილის ირგვლივ სრული ანატომიურ- ბიოლოგიური სამყაროა, ხოლო იმპლანტატის ირგვლივ კი მხოლოდ ექიმის მიერ შექმნილი ღრძილოვანი მანჟეტი. საშუალოდ 14 დღიდან 45 დღის შემდეგ ( დამოკიდებილია კლინიკურ სიტუაციაზე და ღრძლისი ბიოტიპზე) ორთოპედიული კონსტრუქციის დამაგრება ანუ ხელოვნური გვირგვინების მოთავსება ხდება იმპლანტატებზე.

მეორე მეთოდია დაუყოვნებელი იმპლანტაცია ანუ იმპლანტატის ჩანერგვა  კბილის ექსტრაქციისთანავე(ამოღებისთანავე). ამ მეთოდის გამოყენება ყოველთვის შეუძლებელია, რადგან არსებობს კლინიკური სიტუაციები, რომლის დროსაც ამ მეთოდის გამოყენება არ ღირს. ეს მეთოდი დაახლოებით იმ 6-8 კვირის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს,

მესამე მეთოდია დაუყოვნებელი დატვირთვა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალჩანერგილ  იმპლანტატეზე ხელოვნური დროებითი გვირგვინების დაყენება ხდება. ეს მეთოდიკა გარკვეულ კომფორტს უქმნის პაციენტს, რადგან მას არ უწევს უკბილოდ სიარული. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეთოდის გამოყენებასაც თავისი მოთხოვნები გააჩნია.

კბილის იმპლანტატებისთვის საჭირო მასალა ძირითადად ტიტანია, თუმცა არსებობს სხვა მასალებისგან დამზადებული იმპლანტატებიც, მაგრამ ტიტანი ყველაზე პოპულარული და გამართლებულია.

დენტალური იმპლანტაციის გართულებები:

ყველაზე მთავარი გართულება ეს დეზინტეგრაციაა, რომლის დროსაც იმპლანტატის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის შეხორცება არ ხდება. შემდგომში კი ფუნქციონირებისას იმპალნტებს ზუსტად ისეთივე დაავადებები აქვთ ჩასაფრებული, როგორიც კბილებს, თუ კბილთან გინგივიტის გავითარება შეიძლება მოხდეს, იმპლანტატთან მუკოზიტი, პაროდონტიტის ანალოგიური დაავადება პერიიმპლანტიტი შეიძლება იყოს. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ მაინც ყველა იმპლანტირებული პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან დისპანსერულ დათვალიერებაზე.

 იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაცია:

რეაბილიტაციის პროცესი როგორც წესი საკმაოდ ნაზად მიმდინარეობს,პოსტოპერაციული მცირე ტკივილი შესაძლებელია, რომელსაც ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება აყუჩებს , ასევე დასაშვებია მცირე შეშუპება და სისხლნაჟღენთები სახის კანის ზედაპირზე, მაგრამ თუ იმპლანტატები პაციენტს ძალიან სტკივა, ასეთი იმპლანტატი თავის დროზე უნდა ამოვიღოთ და დაახლოებით 6 კვირააში ისევ გავიმეოროთ დენტალური იმპლანტაცია.

 

იმპლანტაციის შემდგომ კბილების მოვლა

პირველ რიგში, პაციენტებმა ექიმის რჩევა-დარიგებები უნდა შეასრულონ. სასურველია ცივი საფენების მოთავსება კანის ზედაპირზე იმპლანტების საპროექციო არეში , რათა ძლიერი შეშუპება არ განვითარდეს, ეს მხოლოდ ოპერაციის დღეს, მეორე დღიდან აუცილებელია ჰიგიენური სავლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის დანიშნულების შესრულებაში ცვლილებების შეტანა  დაუშვებელია,აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი 6თვეში ერთხელ,პროფესიული ჰიგიენის ჩატარება,ხოლო სახლის პირობებში პირის ღრუს ირიგატორების გამოყენება.

იმპლანტის გამძლეობა

იმპლანტატი ტიტანისგანაა დამზადებული და ის დიდხანს ძლებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს ძვალი იმპლანტატის ირგვლივ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სწორი ჰიგიენისა და დისპანსერული დაკვირვების უწყვეტობის შემთხვევაში, დენტალურ იმპლანტატებს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუძლიათ გემსახურონ.

იმპლანტოლოგია

ჩვენი მიმართულებები

ორთოპედია

ორთოპედია

თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

პარატონტოლოგია

პარატონტოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია