პარატონტოლოგია

პარატონტოლოგია

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრი - სმაილ ქეარი

1.რას ნიშნავს პაროდონტოლოგია? 2.ვინ არის პაროდონტოლოგი? 3.როდის უნდა მივმართოთ პაროდონტოლოგს? 4.რა არის პაროდონტიტი? 5.როგორ ხდება მკურნალობა? ეს არის პაციენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები,რომელზეც ჩვენ გიპასუხებთ.

1.პაროდონტოლოგია არის დარგი,რომელიც შეისწავლის პაროდონტის ქსოვილების დაავადებებს,მკურნალობას და ჯანმრთელად შენარჩუნების მეთოდებს.პაროდონტი არის ქსოვილთა კომპლექსი, რომელიც აერთიანებს კბილის ირგვლივ არსებულრბილ და მაგარ ქსოვილებს.ჯანმრთელი პაროდონტი განაპირობებს კბილისსიმყარეს ძვალში.

2.პაროდონტოლოგი არის ექიმი,რომელიც პირის ღრუს დათვალიერების და სპეციალურად მოწოდებული სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენების შემდეგ სვამს დიაგნოზს და ადგენს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას.

3.მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზი არის სისხლდენა ღრძილებიდან,შეშუპება,უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან,კბილების მორყევა და შესაბამისადრაღაც პერიოდის მერე დაკარგვა,ასევე ლორწოვანზე ნებისმიერი სახის დაზიანებები.

4.პაროდონტიტი არის პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებები.არსებობს ბევრი მოსაზრება,თუ რა იწვევს პაროდონტის დაავადებებს.სხვადასვა ეტიოლოგიური ფაქტორი შეიძლება არსებობდეს,მაგრამ დადგენილია,რომ ბაქტერიული ბიოაპკი არის პაროდონტიტის გამომწვევი,სხვა დანარჩენი კი ხელშემწყობი ფაქტორი.დიდი როლი აქვს გენეტიკურ განწყობას.

5.მკურნალობა ხდება ინდივიდუალურად,დიაგნოზიდან გამომდინარე.მკურნალობის მთავარი მიზანი არის ბაქტერიული ბიოაპკის,ნადების,ქვების მოცილება კბილის ნებისმიერი ზედაპირიდან თანამედროვე მეთოდებით.ამისთვის მოწოდებულია ღრძილქვეშა და ღრძილზედა წმენდის  სახვადასხვა მეთოდები თანამედროვე აპარატურით.რომელიც სრულდება რამდენიმე ეტაპად.ვიყენებთ სპეციალურ ანტიბაქტერიულ საშუალებებს ბიოაპკის მაქსიმალურად დასაშლელად.საბოლოო ეტაპზე ხდება ჰიალურონის მჟავას შეტანა კბილსა და ღრძილს შორის სივრცეში,ის ეხმარება ქსოვილებს აღდგენით პროცესებში.თუ არ მოხდა პაროდონტიტის დროული მკურნალობა მოხდება კბილის მორყევა და საბოლოოდ მისი დაკარგვა

პარატონტოლოგია

ჩვენი მიმართულებები

იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია

ორთოპედია

ორთოპედია

თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ესეთეტიკური სტომატოლოგია

ორთოდონტია

ორთოდონტია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია